დიდი დიღომი, ავთანდილის ქუჩის მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ტრაგედიიდან მეორე დღეს. მეექვსე სართულზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას შეეწირა 4 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ერთი ბავშვის. შენობა დაცლილია, კორპუსთან მისასვლელი გზა კი ისევ ჩაკეტილი. სამართალდამცავები საქმეს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას მუხლით იძიებენ.
დილა აფეთქების შემდეგ
1
ჩამონგრეული შენობა მოპირდაპირე სახლის აივნიდან
2
საცხოვრებელ სახლთან მიახლოება ისევ შეუძლებელია.
3
ექსპერტებმა გამოძება დილიდან განაახლეს.
4
კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივანი
5
კორპუსის მე-6 სართული. სწორედ ამ ბინაში მოხდა აფეთქება. 
6
დანგრეული კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივანი.
7
ძლიერმა აფეთქებამ მოპირდაპირე კორპუსის რამდენიმე ბინაც დააზარალა. 
8
მოპირდაპირე კორპუსი, მაღაზიის ჩამსხვრფეული ვიტრინები.
9
მოსახლეობა ბინებში შესვლას ჯერ ვერ ახერხებს.   
10
პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მანქანები ისევ კორპუსთან დგას.