დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები, დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას. დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. მე18 საუკუნეში, დიდი ლეკიანობის ჟამს, დმანისშიც უამრავი ხალხი გაწყდა. ვინც გადარჩა, თავს უშველა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლდა.
დმანისის ნაქალაქარი
1
შუა საუკუნეების გალავანი
2
სამარხი, სადაც ხუთი თავის ქალა აღმოაჩინეს, მათ შორის, ზეზვასა და მზიას თავის ქალები
3
ორბელიანების კოშკი და შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტერი
4
დმანისის ნაქალაქარის ტერიტორია
5
სათავსო, სადაც შუა საუკუნეებში პროდუქტებს ინახავდნენ
6
გალავნის ნანგრევები
7
სიონის აღმოსავლეთი კარიბჭე
8
ხეობის ხედი კონცხიდან, სადაც განლაგებულია დმანისის ნაქალაქარი
9
შუა საუკუნეების ციხე-გალავანი
10
ზეზვასა და მზიას თავის ქალების მულაჟები დმანისის მუზეუმში