ზღვის უბანში, გურამიშვილის გამზირთან მიწა ჩამოიშალა.
ზღვის უბანში მიწა ჩამოიშალა
1
ზღვის უბანში, მშენებლობის სიახლოვეს, მიწა ჩამოიშალა.
2
ზღვის უბნის 23-ე კორპუსში მცხოვრებ 36 ოჯახს დროებით სასტუმროში გადაიყვანენ.
3
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები.
4
მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე.
5
მშენებლობას ამხანაგობა "ჰაუზ სთრონგი" ახორციელებს.
6
მოსახლეობის თქმით, სწორედ ამ მშენებლობის გამო დაიძრა მიწა, რადგან არსებულ კორპუსებს საყრდენი გამოაცალეს.
7
ადგილზე დედაქალაქის მერიის, ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლები და ასევე გეოლოგები იმყოფებიან.
8
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რამდენად უსაფრთხოა საცხოვრებლად ზღვის უბნის 23-ე კორპუსი და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის უკან დაბრუნება.
9
კორპუსთან მისასვლელი კიბეც ცუდ მდგომარეობაშია და უსაფრთხოდ არ გამოიყურება.