თბილისი - გაყოფილი ოჯახების შეხვედრის ადგილი
ჰამიდი ირანში, თეირანის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და 4 წლის წინ თავისი ოცნება აისრულა - სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. ადვილი არ იყო: დიდხანს მუშაობდა საჭირო ფულის შესაგროვებლად, სწავლობდა ენას და არ იყო დარწმუნებული რომ მიიღებდა გრძელვადიან ვიზას, რომელიც სწავლისთვის ჭირდებოდა. ჰამიდის ოჯახი, დედა, მამა, დები ოჯახებით ირანში ცხოვრობენ და მის ნახვას იშვიათად ახერხებენ: სამოგზაურო ვიზის მიღება მათთვისაც რთულია, ევროპაში მოგზაურობა - ძვირი. ერთმანეთის სანახავად თბილისში გადაწყვიტეს ჩამოსვლა. კარგი ქალაქია, იაფი და უვიზო რეჟიმი საქმეს აადვილებსო, ამბობს ჰამიდი, თუმცა ის, რომ ბოლო პერიოდში ირანის არაერთ მოქალაქეს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, იცოდნენ და ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულები, შეძლებდნენ თუ არა ერთმანეთის ნახვას წლების შემდეგ. ჰამიდის ოჯახს გაუმართლა. საქართველოში შემოსვლაზე მათ პრობლემა არ შექმნიათ, განხვავებით ირანის სხვა 434 მოქალაქისა, რომლებსაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დეკემბერში თავის მოქალაქეებს იმასაც კი ურჩევდა, უარი ეთქვათ საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ