თბილისმა უძლიერეს მამაკაცთა ტურნირს უმასპინძლა
5 ოქტომბერს თბილისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სომეხი „სტრონგმენები“. ტურნირი მიეძღვნა საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი დოინჯაშვილის ხსოვნას. აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ჭაბუკა ჭიღლაძე, რომელიც პროფესიონალებში ახლა იწყებს საერთაშორისო კარიერას. შეჯიბრებაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების ლიდერს კონსტანტინე ჯანაშიას. გიორგი დოინჯაშვილი 2019 წლის 23 ივლისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. უძლიერეს მამაკაცთა ტურნირებზე მან არაერთ წარმატებას მიაღწია. იყო არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალის ჩემპიონი და ევროპის „სტრონგმენის“ ტიტულის მფლობელი.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან