რუსთაველიდან ხორავას ქუჩისკენ ზაზა სარალიძემ და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მდუმარე მსვლელობა გამართეს დავით სარალიძის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით. 2017 წლის 1 დეკემბერს ჩხუბის დროს მოკლეს დავით სარალიძე და კიდევ ერთი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი.
მდუმარე მსვლელობა სამართლიანობისთვის
1
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ერთი წლის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.
2
მდუმარე აქცია-მსვლელობა რუსთაველიდან დაიწყო.
3
მდუმარე აქციაში ზაზა სარალიძესთან ერთად ათობით ადამიანი მონაწილეობდა.
4
აქციის მონაწილეები 51-ე სკოლასთან შეჩერდნენ და სანთლები აანთეს.
5
ზაზა სარელიძის გვერდით ამჯერადაც იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი - პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
6
ხორავას ქუჩა.
7
ეზოში, სადაც მკვლელობა მოხდა, ზაზა სარალიძემ მოკლული მოზარდების ფოტოები მიიტანა და სანთლები აანთო.
8
ზაზა სარალიძე მკვლელობის ადგილას.
9
აქციის მონაწილეებმა ეზოში, სადაც მოზარდები მოკლეს, სანთლები აანთეს.
10
ზაზა სარალიძე: „სანამ ფეხზე ვდგავარ, სანამ მეც არ მომკლავენ, გავაგრძელებ ბრძოლას!“