მშენებლობის უწყვეტი პროცესი მდინარე ვერეს ნაპირებზე
ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რაც სპეციალისტებმა 2015 წლის ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გასცეს, უბედური შემთხვევების რისკის შესამცირებლად მომავალში, იყო ის, რომ მდინარის ჭალები თავისუფალი ყოფილიყო ადამიანის ჩარევისგან: შენობებისგან, ჯებირებისგან, მანქანებისგან; მდინარის გასწვრივ დღეს არაერთი ნაგებობა შენდება. მათ შორის ისეთებიც, რომელთა მშენებლობის ნებართვა 13 ივნისის ტრაგედიის მერე გაიცა. თუკი ისევ მოვა იმავე სიძლიერის წვიმა, რაც 13 ივნისს მოვიდა ვერეს ხეობაში, მას დაჭირდება თავისუფალი სივრცე მტკვართან მისასვლელად. იმ შემთხვევაში კი, თუ მას ბარიერები შეხვდება, კიდევ ერთხელ გაანადგურებს ყველაფერს, რაც გზას გადაუღობავს. 2015 წლის 13-14 ივნისის წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი, ქალაქის ზარალმა ათეულობით მილიონი ლარი შეადგინა.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?