საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი რიცხვი - 919. ინფექციონისტები მოქალაქეებს ყოველ დღე მოუწოდებენ თავის დაცვის მიზნით პირბადე უკვე ღია სივრცეშიც იხმარონ, იქ სადაც დისტანციის დაცვას ვერ ახერხებენ. გადაავლეთ თვალი ვინ როგორ ასრულებს თავდაცვის რეკომენდაციებს.
პირბადე - ყოველდღიური ატრიბუტი შემოდგომის თბილისში
1
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის სწორად ტარება სავალდებულოა.
2
ზოგი მეტი უსაფრთხოებისთვის პირბადეს ღია სივრცეშიც ატარებს.
3
ქალაქში გახსნეს მაღაზიები, სადაც სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს ყიდიან. მანეკენს პირბადე სწორად უკეთია.
4
ზოგი დისკომფორტის გამო პირბადეს არასწორადაც იყენებს.
5
ავტობუსის გაჩერებაზე.
6
მოქალაქეები დამცავი ფარით და პირბადით, რომლებიც ცხვირს არ ფარავს.
7
კაფეებსა და რესტორნებს 16 ოქტომბრიდან, 22:00 საათიდან დილამდე, მუშაობა ეკრძალებათ.
8
COVID-19-ის დროს განსაკუთრებული რისკის ჯგუფში არიან მოხუცები.
9
ტრანსპორტში ნიღაბი სავალდებულოა.
10
რუსთაველის გამზირი ახალი კორონავირუსის დროს.