საპარლამენტო არჩევნები 2020
მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 30-დან 17 მაჟორიტარულ ოლქში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50%-ზე მეტი, ამ ოლქებში კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა გამარჯვებულის გამოსავლენად. მეორე ტურის დღედ 21 ნოემბერი განისაზღვრა. ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები გაყალბდა როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ნაწილში. ოპოზიციამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, საკუთარ ამომრჩევლებს კი მოუწოდა, არ მისულიყვნენ არჩევნებზე.