როიტერსი ადგლობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში ისმის აფეთქებების ხმა.
24 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 6 საათისთვის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის სამხედროებს მოუწოდა იარაღი დაყარონ, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებებისა და გლობალური მოწოდებებისა, მოსკოვს არ დაეწყო ომი. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი სამოქალაქო პირების დაცვაა.