მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეებმა შეაგროვეს ტკბილეული და საჩუქრები, რომლებსაც ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადასცემენ.
ფოტოები "ალილოს" მსვლელობიდან
1
"ალილოს" მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით მიდიან.
2
"ალილოს" მონაწილეები ბაირაღებს ინაწილებენ მსვლელობის დაწყებამდე.
3
მსვლელობის მონაწილეებს მოაქვთ სხვადასხვა ცხოველის ფიგურები და თეატრალური სამოსით მოგვებს განასახიერებენ.
4
საშობაო მსვლელობაში მონაწილეები.
5
ბავშვები მსვლელობაში ანგელოზებს განასახიერებენ.
6
ურემზე შემომსხდარი ბავშვები სამების ტაძრისკენ მიემართებიან.
7
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში "ალილო" ტრადიციული მსვლელობით ყოველ წელს აღინიშნება.
8
შობის ხატი "ალილოს" მსვლელობიდან.
9
წელს "ალილოს" მსვლელობაში სხვა წლებთან შედარებით ცოტა ხალხი იღებდა მონაწილეობას.