ნაძვი, ფიჭვი, ჭადარი - ზესტაფონში ყველა ხე საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. პარტიების სააგიტაციო პლაკატები თითქმის ყველა ბოძსა და ხის ვარჯზე წებოვანი ლენტითაა გადაწებებული. „ტყუილად აჭრელდა ქალაქი, ვისაც უნდა მათ გარეშეც მივა არჩევნებზე", - ეუბნება თავისუფლებას ერთ-ერთი ზესტაფონელი ქალი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გაკრულმა პლაკატებმა გააბრაზა.
ფოტოები წინასაარჩევნო ზესტაფონიდან - აქაც პლაკატები, იქაც პლაკატები, ყველგან პლაკატები
1
პარტიების სააგიტაციო პლაკატები თითქმის ყველა ხეზეა,
2
 აღმაშენებლის ქუჩა, მოსაცდელი. რახან გზა კარგახანია გადათხრილია და ავტობუსი აქ არ ჩერდება, მოსაცდელითაც აღარავინ სარგებლობს. 
 
3
პლაკატი წყაროზე, რომლიდანაც წლებია წყალი არ მოდის.
 
4
 „მე ტელევიზორს ვუსმენ, მხედველობა არ მივარგა და მაინც ვერაფერს ვკითხულობ“, - ამბობს ნორა შუბლაძე, რომელიც სხვებთან ერთად პენსიას პლაკატებით აჭრელებულ ქუჩაზე ელოდება. 
5
კანონი გარეგანათებისა და სხვა საკომუნიკაციო ბოძებზე პლაკატების გაკვრას კრძალავს.  
6
ამ უბანში გოგი წულაია ჯერაც "კენჭს იყრის".
7
თუმცა, გვერდით სადარბაზოში 2017 წლის არჩევნებიდან შემორჩენილი სააგიტაციო მასალა ახალი პლაკატებით დაუფარიათ.  
8
ორმოცი ერთი და იგივე პლაკატი  ხიდზე.
9
ზესტაფონელები ფიქრობენ, რომ პლაკატები ზედმეტად ბევრია.
 
10
 „ტყუილად აჭრელდა ქალაქი, ვისაც უნდა მათ გარეშეც მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას“, - ამბობს ჟენია კაპანაძე.