გლდანში, პატარა ტბასთან ჩინური სახალხო დღესასწაული - ნერგების ფესტივალი გაიმართა.
ფოტორეპორტაჟი: ნერგების ფესტივალი
1
ნერგების ფესტივალი უკვე სამი წელია ტარდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით საქართველოში გამწვანების ხელშეწყობაა.
2
ხეების დარგვაში მონაწილეობას იღებდნენ საელჩოს თანამშრომლები.
3
ხეები დარგეს ბავშვებმაც.
4
ფესტივალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
5
ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ელჩი ძი იენჩი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და სპეციალური საღამოს ნაცვლად ამ ღონისძიებით ემშვიდობება საქართველოს.
6
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი.