თბილისში, ჟვანიას მოედანთან, სადაც წყლის მილის დაზიანების გამო გზის ნაწილი ჩაინგრა, სარემონტო სამუშაოები გრძელდება.
ფოტორეპორტაჟი ჟვანიას მოედნიდან
1
გახეთქილი მილიდან წამოსული წყლის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ მგალობლიშვილის ქუჩაზე გზის ნაწილი და სამი მანქანა ჩაიტანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
2
დაიტბორა მაღაზიები და სარდაფები.
3
ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და წყალმომარაგების კომპანიის, GWP-ის თანამშრომლები.
4
დაზიანდა ლამპიონი.
5
სარდაფიდან სპეციალური ტექნიკით წყალს ტუმბავენ.
6
სავარაუდოდ, წყლის მიწოდება საღამოს აღდგება.