აშშ-ის მიერ პაკისტანში განხორციელებული ოპერაციის შედეგად მოკლულია "ალ-ყაიდის" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. როგორც იტყობინებიან, მასთან ერთად მოკლეს მისი ოჯახის რამდენიმე წევრი.
ოსამა ბინ ლადენი: ტერორისტის ცხოვრება

1
15 წლის ბინ ლადენი თავის 22 და-ძმასთან ერთად შვედეთში, 1971 წ.

2
ოსამა ბინ ლადენი გამოქვაბულში ავღანეთის ჯალალაბადის რეგიონში, 1988 წ.

3
ოსამა ბინ ლადენდი ავღანელებთან ერთად ჯალალაბადის რეგიონში, 1989 წ.

4
CNN-ის ყოფილი კორესპონდენტი პიტერ არნეტი ბინ ლადენთან ერთად 1997 წლის მარტში, მას მერე, რაც მან ინტერვიუ აიღო ავღანეთში, თორა ბორას მთებში.

5
ოსამა ბინ ლადენი საუდის არაბთა ტრადიციულ სამოსში. ჯედა, 1988 წ.

6
მაშველებს გადააქვთ ნაირობიში, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გვამები. ამ თავდასხმის შედეგად, რომლის მოწყობა "ალ-ყაიდას" მიეწერება, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

7
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი (ცენტრში) აშშ-ის დაზიანებულ საელჩოსთან ტანზანიაში, დარ ეს სალამში. ბომბის აფეთქება "ალ-ყაიდას" მიეწერება. დაიღუპა სულ ცოტა 11 ადამიანი.

8
აშშ-ის სამხედრო გემი "კოული" მას შემდეგ, რაც საწვავით გამართვის ოპერაციისას იემენის პორტ ადენში მასზე თავდასხმა განხორციელდა 2000 წლის 12 ოქტომბერს. თავდასხმის შედეგად აშშ-ის ჩვიდმეტი სამხედრო დაიღუპა.

9
ოსამა ბინ ლადენი (მარჯვნივ), ვაჟი მოჰამედი (ცენტრში) და ბინ ლადენის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი მოჰამედ ატეფი, მოჰამედისა და ატეფის ქალიშვილის ქორწილში ყანდაარში, 2001 წ. იანვარი.

10
ბრუკლინის ხიდის ფონზე იწვის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის კოშკები, 2001 წ. 11 სექტემბერი.