ზაფხული – მოგზაურობის, გადაადგილების, ახლის შეცნობის პერიოდია. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც გადაადგილების საშუალება არა აქვთ. ჩვენში მათ უკვე არა ინვალიდებს, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უწოდებენ...
თუმცა, სრულიად ბუნებრივად იბადება კითხვა – რამდენად შეზღუდულია ამ ხალხის შესაძლებლობები და რას აკეთებს საზოგადოება, რათა ინვალიდების შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვლინდეს. ამ თემაზე საუბრობენ „წითელი ზონის“ სტუმრები იურისტი ვახუშტი მენაბდე და ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი.