საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან იუწყებიან ხანძრების შესახებ. ცხვარიჭამიაში, თიანეთში, ყაზბეგის რაიონში, ახალგორში, თელავსა და ბაღდათში მიმდინარეობს სამუშაოები ცეცხლის ჩასაქრობად. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები ეხმარებიან. მარტო მცხეთა-მთიანეთის რაიონში, გავრცელებული ინფორმაციით, 20 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი დაიწვა. ხშირ შემთხვევაში, ხანძრის ჩაქრობას ართულებს გეოგრაფიული მდებარეობა და ძლიერი ქარი.
ყველაზე პოპულარული
1