8 იანვარს თავში ესროლეს აშშ-ის კონგრესის წევრ გაბრიელ გიფორდსს. ამ თავდასხმამ შეაძრწუნა და დაამწუხრა ამერიკელები. ამ შემთხვევამდე სამ ათეულ წელზე მეტი იყო გასული, რაც აშშ-ის კონგრესის წევრი ემსხვერპლა მკვლელის ტყვიას.
პოლიტიკური მკვლელობები აშშ-ში

12
1975 წელს პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს ერთი თვის განმავლობაში ორჯერ დაემუქრნენ ცეცხლსასროლი იარაღით. - 1975 წლის 5 სექტემბერს ლაინეტ ფრომი (ხესთან) უშიშროების სამსახურის აგენტმა გააკავა მას მერე, რაც მან პისტოლეტი მოუღირა ფორდს, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში იყო ჩასული. 1975 წლის 22 სექტემბერს სარა ჯეინ მურმა სან ფრანცისკოში ვიზიტისას ესროლა ფორდს. ტყვია ასცდა ამერიკის პრეზიდენტს.