რევოლუცია ეგვიპტეში - ჰოსნი მუბურაქი გადადგა
1
კაიროს თაჰრირის მოედანზე მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები ჰოსნი მუბარაქის გადადგომას ზეიმობენ.
2
ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი თანამემამულეებს მუბარაქის გადადგომის ამბავს აუწყებს.
3
ეგვიპტის დროშაზე გაკეთებული წარწერა - 25 იანვარი - მოედანზე შეკრებილთ ანტისამთავრობო აქციების დაწყების თარიღს შეახსენებს
4
ეს ჯარისკაცი ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის შენობის დასაცავად გაამწესეს.
5
11 თებერვალს ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები კაიროში, პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ.
6
11 თებერვალს დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას.
7
ასე ულოცავენ ერთმანეთს ეგვიპტელები ჰოსნი მუბარაქის გადადგომას.
8
ამ ბანერზე დაბეჭდილია იმ ადამიანთა გვარები და სურათები, რომლებიც ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაიღუპნენ.
9
თაჰრირის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ზეიმობენ; ავტობუსზე წარწერაა: "ძირს მუბარაქი!"
10
აქციის მონაწილე ჯარისკაცთან ერთად ცეკვავს და ასე აღნიშნავს მუბარაქის გადადგომას.