ახლახან უკრაინის პარლამენტში ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა პოლიტიკოსების დავა. არქივში შენახული (მდიდარი) ფოტომასალიდან, რომელიც ასახავს უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის შეხლა-შემოხლას, შევარჩიეთ, ჩვენი აზრით, ყველაზე შთამბეჭდავი 14 სურათი.
პოლიტიკა უკრაინაში: მუშტებითა და წიხლებით!

11
აკრძალული ილეთი 2006 წლის თებერვალში, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოველწლიური მოხსენების დაწყებამდე. ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა კომუნისტური პარტიის წევრების მცდელობას, პლაკატი დაემაგრებინათ კათედრაზე.

12
ეს სურათი მშვენიერი კანდიდატია ფოტოგრაფიის შთამბეჭდავი ჟანრის, „შემთხვევითი რენესანსის“ ნიმუშად გამოსაცხადებლად. უკრაინის პარლამენტში ფიზიკურმა დაპირისპირებამ იფეთქა 2012 წლის მარტში, რუსული ენის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.

13
მარჯვენა ჰუკი ულტრამემარჯვენე მიხაილო ჰოლოვკოსაგან 2014 წლის აპრილში, კომპარტიის წევრებთან გამწვავებული დავის დროს.

14
პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკისა და დეპუტატ ოლეგ ბარნას პა-დე-დე 2015 წლის დეკემბერში. ბარნამ ვარდების თაიგული გადასცა იაცენიუკს, რის შემდეგაც ის ხელში აიტაცა. დინამიური ქორეოგრაფია გაგრძელდა ჩხუბით, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, დაზიანებისგან გადაერჩინა ყვავილები.