„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაუპატიჟებელი სტუმრებიც მივიდნენ. მოწვეულთაგან განსხვავებით დაუპატიჟებელი მოქალაქეები საპატრულო პოლიციამ "მთაწმინდის პარკში" არ შეუშვა.
"ქართული ოცნების" ყრილობის მოწვეული და დაუპატიჟებელი სტუმრები
1
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრე პოლიციამ "მთაწმინდის პარკში" არ შეუშვა.
2
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები ყრილობის ლურჯ ხალიჩაზე.
3
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრე "მთაწმინდის პარკში" შესვლას ცდილობდა.
4
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ყრილობის ლურჯ ხალიჩაზე.
5
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
6
თბილისის მერი კახა კალაძე "ქართული ოცნების" მეხუთე ყრილობაზე.
7
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალქე პატრულთან შელაპარაკების შემდეგ შეუძლოდ გახდა.
8
დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ფერადი ქოლგით.
9
"მთაწმინდის პარკთან" შეკრებილი "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ყურადღებას და დახმარებას ითხოვდნენ.
10
დეპუტატი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გარეთ დარჩა.