რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციაზე მისულმა ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩაერთვებიან ჰიბრიდულ ომში და ეცდებიან შეეწინააღმდეგონ რუსული ბოტების ცრუ საინფორმაციო კამპანიას.
"10 წელი ომიდან"
1
რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან ოკუპაცია გააპროტესტეს.
2
10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის, აგვისტოს ომის შემდეგ.
3
აქციაზე მისულმ ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩაერთვებიან ჰიბრიდულ ომში და ეცდებიან შეეწინააღმდეგონ რუსული ბოტების ცრუ საინფორმაციო კამპანიას.
4
„საქართველოს არასოდეს დაავიწყდება ოკუპაცია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
5
აქციის მონაწილეები ყოფილი საელჩოს შენობასთან მივიდნენ საქართველოს დროშებით  და ოკუპაციის ამსახველი ფოტოებით.
6
იქვე მოაწყვეს ხელოვნური მავთულხლართები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის სიმბოლო.
7
”10 წელი ომიდან”. „ყურადღება, ეს არაა საზღვარი, ეს მავთულხლართია“, „არა ოკუპაციას“, „VOVA go home”, „დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას“, „გახსოვდეს შენი ისტორია - 07.08.08“ - ახალგაზრდებმა ამ შინაარსის პლაკატებით ხელში გაიმართეს საპროტესტო აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.
8
ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა რუსეთის ყოფილი საელჩოს წინ.
9
აქციაზე ქართული ბენდები უკრავდნენ და ასე უერთდებოდნენ ანტისაოკუპაციო პროტესტს.
10
რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაზე პუტინის ფოტო გამოსახეს.