ორწლიანი ლოდინის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც XIX საუკუნეში ეკატერინე ჭავჭავაძემ გააშენა, დამთვალიერებლებისთვის 29 დეკემბერს გაიხსნა.
ფოტოები: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

1
ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია, რომელიც 12 მილიონი ლარი დაჯდა 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

2
ბაღი გასუფთავდა ეკალ-ბარდებისა და გამხმარი ხეებისგან. დაირგო 300-მდე ახალი მცენარე.

3
ბაღში შენარჩუნდა დადიანების ყოფილი ორანჟერიის ნანგრევები.

4
პარკში მოეწყო ბილიკები და გარე განათება, შეიცვალა წყლის და საკანალიზაციო სისტემა.

5
პირველი სტუმრების დაინტერესებიდან ცხადი გახდა, რომ ბაღში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ხელოვნური ტბა გახდება.

6
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს 4 ფარშევანგი თბილისის ზოოპარკმა აჩუქა.

7
ბაღში დაიდგა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, ბოტანიკურ ბაღს სამი ახალი საპირფარეშოც დაემატა.

8
ეს განახლებული სანერგეა.

9
ეს კი, ბაღის ადმინისტრაციის ახალი შენობა. მებაღე-დეკორატორების, დაცვისა და ადმინისტრაციის მუშაკების ჩათვლით ბაღს საერთო ჯამში 57 თანამშრომელი ჰყავს.

10
ჯერ-ჯერობით ისტორიულ ბაღში შესვლა უფასოა, 1 თებერვლიდან კი ერთჯერადი შესვლის ფასი სავარაუდოდ 2 ლარი გახდება.