9 აპრილიდან თავისუფლების 30-წლიან გზაზე ოთხი ქალის ამბავი
9 აპრილის ტრაგედიამ და ორი წლის თავზე გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ საქართველო მთლიანად შეცვალა. გთავაზობთ ოთხი ქალის ისტორიას, რომლებზეც ამ დღეებმა წარუშლელი კვალი დატოვა.
ესაა ისტორია ოთხ ქალზე, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე და თავისუფლების გზაზე, რომელსაც საქართველო მას შემდეგ ადგას. მიტინგის დარბევის დროს ეს ქალები სხვადასხვა ადგილას და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდნენ. ზოგი მთლიანად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, ზოგი კი მას უფრო გარედან აკვირდებოდა. ზოგი იმ დროს რუსთაველის გამზირზე იყო, ზოგი რუსთავში, ზოგსაც - ეძინა. ამბები განსხვავებულია, მაგრამ საერთოდ ბევრი აქვს. ინდივიდუალური, პირადი ისტორიებია, თუმცა, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანის მიერ განცდილს ეხმიანება. ეს ისტორიები იმაზეა, თუ რა გავლენას ახდენა იმ დროის მოვლენები ადამიანებზე. ამავე დროს, იმაზეცაა, რომ ეს ადამიანები თავად იყვნენ იმ დროის მოვლენების შემოქმედები - სხვადაგვარი, თავისებური, განსხვავებული წვლილი შეჰქონდათ საქართველოს სვლაში თავისუფლებისკენ.
დააწკაპუნე სურათზე და ნახე წარდგენა
მანამდე მეგონა, რომ საქმეს ვაკეთებდი...მერე კი ეგ შეგრძნება გამიქრა... გამოვეცალე.
ლელა კოდალაშვილი

მახსოვს ეს ინფანტილური განცდა იმისა, რომ... ახლა თავისუფალი საქართველო იცხოვრებს ისე, როგორც მოუნდება
ნინო დანელია

ტრაგედიამ ძალიან დიდი ბიძგი მისცა ჩემს მოქალაქის ცნობიერების განვითარებას. თითქოს გამოვფხიზლდი.
რუსიკო კობახიძე
