პროტესტის მეექვსე დღე - აქციას ისევ სპეცრაზმი შლის. დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი
აქციების მეექვსე ღამე
აქციის მონაწილეებმა, რომელთა დასაშლელადაც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, დედაქალაქში რუსთაველის გამზირიდან დელისის მეტროსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს. გმირთა მოედანზე, მელიქიშვილის, კოსტავას, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ამ მიზეზით საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებმა მეექვსე ღამე გაატარეს. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ფორუმი