Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

03:50 4.12.2024

პოლიციამ განაახლა წყლის ჭავლით აქციის დაშლა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები ერთდროულად წყლის ჭავლის რამდენიმე ავტომობილსა და ცრემლმდენ აირს იყენებს.

ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილზე ხვდებიან. შენიღბული პოლიციელები დგანან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალ გზაზეც.

დემონსტრანტების ნაწილი გარბის, პოლიცია მათ ნაწილს მისდევს. საპოლიციო ძალები განლაგდნენ ფოსტის ყოფილ შენობასთან ისე, რომ სრულად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

04:14 4.12.2024

აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ გადაადგილდებიან.

04:25 4.12.2024


გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ განვითარების სამინისტრო გადახედავს ყველა არსებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან.

"საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შემდგომი ზომები ჩვენს ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით", - წერია განცხადებაში, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ დღემდე, საქართველოსთან თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას და ეკონომიკურ განვითარებას.

04:41 4.12.2024

სპეცრაზმი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG