მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა გვარამია სამართალდამრღვევად ცნო და 12 დღით გაუშვა პატიმრობაში.
ვეფხია კასრაძემ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაკავებულმა, სასამართლო პროცესზე თქვა:
"არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა მომიწევდა, ქვეყანას ვგულისხმობ. სულ ჩართული ვიყავი პროცესებში ... რა ქარტეხილებიც პოლიტიკური მდგომარეობის გამო გადაგვივლია.
ხუთი შვილის მამა ვარ. ცხინვალის თეატრის მსახიობი.
მე თუ რამეს დავგეგმავ, რაც დამიგეგმავს და ამისრულებია, ის მხოლოდ ომში. ცუდი და ქვეყნის საზიანო საქციელი არასდროს ჩამიდენია. არავისგან დასამალი და გასაქცევი არ მაქვს - ვცხოვრობ იმ სოფელში, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის და არ ვტოვებ სოფელს, რომ არ დაიცალოს.
როცა თქვენ მე მიმეტებთ ციხისთვის, სამ მცირეწლოვან შვილს აყენებთ უდიდეს ზიანს დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ღმერთს შეხედეთ. იმის ნაცვლად რომ საქართველოს ვეტერნებს პატივისცემით ეპყრობოდეთ, თქვენ საციხრად იმეტებთ".
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის მუხლებით შსს-მ ცხრა პირი დააკავა. მათგან რვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყდეს დღეს. ბრალდება ყველა მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შემდეგი სხდომა 23 იანვარს ჩაინიშნა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი