თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ნიკოლოზ კალანდაძეს, რომელიც ნიკო მანაგაძესთან ერთად დააკავეს და პოლიცია მასაც დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ასევე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პროცესზე ირწმუნებოდნენ, რომ 14 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, 22:27 საათზე შეაჩერეს მანაგაძე მოწმის სახით გამოკითხვის თაობაზე, რა დროსაც, მათი მტკიცებით, იგი "გახდა აგრესიული" და პოლიციას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, არ წარადგინა დოკუმენტები.
ნიკო მანაგაძის თქმით, იგი არ ეთანხმება ოქმში აღწერილ გარემოებებს.
ფორუმი