"[ხელისუფლებას] ვერ ვუკავშირდებით, ზოგი დაკავებულია, ზოგი გამორთულია" - მოქალაქეები ორმეთში კვლავ ითხოვენ დახმარებას
გურიაში არაერთი სოფელი კვლავ გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - სოფელ ორმეთიდან ვრცელდება ცნობები სახლების ნგრევის შესახებ. მეწყერსაშიშ ზონაში ავარიულ სახლებში მცხოვრებთა ნაწილთან ოჯახის წევრები და ახლობლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ, სოფელი რამდენიმე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ორმეთის მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გზის გაწმენდას მეოთხე დღეა ამაოდ ელიან.
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა, დაგვეხმარეთ. რამდენიმე სახლი დაინგრა. ახლა მე თვითონ სახურავზე ვარ ასული. მყავს სოფელში მოხუცები, ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი 80 წლისები არიან, აღარც წყალი აქვთ, სახურავიდან წამოსული თოვლი დაეფარა გზას, ვეღარც გარეთ გადიან, ვერც ცეცხლს ანთებენ და ვართ მოწყვეტილი გარე სამყაროს.
ლანჩხუთის მერის მოადგილის, თორნიკე ტიკაძის თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 40-მდე სახლის სახურავი დაზიანდა, ოთხი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, თუმცა მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ტიკაძის თქმით, ვარაუდობენ, რომ ხვალ დილისთვის ყველა სოფელში მოახერხებენ მისვლას.
„უკვე მეექვსე დღეა ინტენსიური, გადაუღებელი თოვა მიმდინარეობს. თოვლი მძიმეა და სველი. ახლა წვიმას იწყებს და კიდევ უფრო დამძიმდება სახლის სახურავები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მან.
რაც შეეხება კომუნიკაციებს, მისი ტიკაძის თქმით წყალი და გაზი ყველა სოფელს მიეწოდება ლანჩხუთში, თუმცა ელექტროენერგია არ არის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჩოჩხატსა და ღრმაღელეში.
ხიდისთავში, ორ შვილთან და ბებიასთან ერთად არის დარჩენილი ლიკა მამალაძე. სოციალურ ქსელში პოსტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.
ფორუმი