ძლიერი ხანძარია თბილისში, „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა პროდუქციის საწყობებია განთავსებული.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
30 აპრილს, დილით ადრე გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
განახლება: დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
ფორუმი