Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლორადოში თავს დაესხნენ ებრაული თემის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას


სამართალდამცავები თავდასხმის რაიონში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში. 2025 წლის 1 ივნისი
სამართალდამცავები თავდასხმის რაიონში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში. 2025 წლის 1 ივნისი

სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა ამერიკის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში, ებრაული თემის მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებზე თავდასხმის შედეგად.

მსვლელობა 1 ივნისს მიმდინარეობდა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მძევალთა მხარდასაჭერად.

მსვლელობის მონაწილეებს აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინა კაცმა, რომელიც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, მოჰამედ საბრი სოლიმანია. ის ყვიროდა: „თავისუფლება პალესტინას”. თავდამსხმელი დაკავებულია.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 2005 წელს სოლიმანი აშშ-ში თავშესაფარს ითხოვდა და უარი მიიღო.

თავდასხმის შედეგად მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო მსვლელობის რამდენიმე მონაწილემ. დაშავებულთა ასაკი 52-დან 88 წლამდეა. ამ ეტაპზე აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო თავდასხმას ტერაქტად განიხილავს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა მომხდარს უწოდა „საშინელი ანტისემიტური ტერაქტი“.

  • 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
  • თავდასხმის პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.









ფორუმი

XS
SM
MD
LG