Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევის გამო დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის წევრები არიან


უკრაინის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით შეტევა 5 ივნისს განხორციელდა
უკრაინის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით შეტევა 5 ივნისს განხორციელდა

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის წევრები არიან.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დრონი მოხვდა ქალაქის სახანძრო ნაწილის უფროსის სახლს. დაიღუპნენ მისი ცოლი, ქალიშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო და ერთი წლის შვილიშვილი.

კლიმენკოს თანახმად, თავად სახანძრო სამსახურის უფროსი სახლში არ იმყოფებოდა და სხვადასხვა ადგილზე მაშველების ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა რუსული დრონებით დარტყმის შედეგების ლიკვიდაციაში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ქალაქ პრილუკიში სულ 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.

რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 5 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით დარტყმამ ხანძრები გამოიწვია საცხოვრებელ რაიონში. სრულად განადგურებულია ორი სახლი.



ფორუმი

XS
SM
MD
LG