Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასამართლო: სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა ევინის ციხეზე ისრაელის იერიშს


ამ ფოტოზე, რომელიც ირანის სასამართლოს სააგენტო Mizan Online-მა გაავრცელა 2025 წლის 25 ივნისს, ჩანს, როგორ იყენებენ ექსკავატორებს თეირანში მდებარე ევინის ციხის კომპლექსის გარე ტერიტორიაზე ნანგრევების მოსაშორებლად.
ამ ფოტოზე, რომელიც ირანის სასამართლოს სააგენტო Mizan Online-მა გაავრცელა 2025 წლის 25 ივნისს, ჩანს, როგორ იყენებენ ექსკავატორებს თეირანში მდებარე ევინის ციხის კომპლექსის გარე ტერიტორიაზე ნანგრევების მოსაშორებლად.

„Associated Press“ ირანის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეირანში მდებარე ცნობილ ევინის ციხეზე ისრაელის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში განხორციელებულ იერიშს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანის სასამართლოს ოფიციალურ პლატფორმა, Mizan-ზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან ციხის პერსონალი, გაწვევით სამსახურში მყოფი ჯარისკაცები, პატიმრები და მათი ოჯახის წევრები.

„ცნობა დამოუკიდებლად ვერ მოწმდება“, - წერს გამოცემა.

ევინის ციხე ათწლეულებია ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც ხშირია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები. ამ ციხეში იხდის სასჯელს, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ორშაბათს დაბომბეს ევინი, რაც თავად დაადასტურეს, როგორც სიმბოლური დარტყმა ირანის მთავრობაზე.

ირანელმა აქტივისტებმა დაგმეს ეს იერიში, განაცხადეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა პოლიტპატიმრების სიცოცხლეს.

ანგარიშების მიხედვით, განადგურდა ციხის ადმინისტრაციული შენობების ნაწილი. იერიშის შემდეგ პატიმრები გადაიყვანეს სხვა დაწესებულებებში, სადაც ვითარება, გავრცელებული ცნობებით, კიდევ უფრო მძიმეა.

„კადრში დაღუპულთა შორის სავარაუდოდ არის მთავარი პროკურორი ალი ღანათქარიც, რომელიც პასუხისმგებელი იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ნარგეს მოჰამადის, გასამართლებაზე — თავად მოჰამადიც ევინის ციხეში იმყოფებოდა.

ისრალემა ციხეზე იერიში განახორციელა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე 24 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG