Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/07/2025)

რა ხდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 📝საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

17:32 2.7.2025

ვიდეოებში, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა აქცენტი გაკეთებულია დემონსტრანტებზე. კამერა მხოლოდ მათ უღებს. ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრიან დემონსტრანტები პიროტექნიკას და ნივთებს, აგებენ ბარიკადებს. პროკურორი დროგამოშვებით აჩერებს ვიდეოს და ადამიანებს შორის მიუთითებს: ეს გოშაძეა, ეს გორგაძე, ეს მიმინოშვილი.

ამ ვიდეოებში სპეცრაზმის მოქმედებები ასახული არაა, რამდენიმე კადრში ჩანს, როგორ დგანან ისინი რიგად, ან აქრობენ გაჩენილ ცეცხლს. ვიდეოში კადრებს არ აწერია დრო და თარიღი. არაა გადმოცემული კონტექსტი, ანუ მაგალითად - რატომ დაიწყეს ე.წ. ბარიკადების აგება დემონსტრანტებმა, რა გახდა საფუძველი?

17:25 2.7.2025

მხარეებმა ვიდეო ნახეს. ახლა დისკი ისევ ილუქება. თან ექნება მხარეების და ბრალდებულების ხელმოწერებიც. ამის შემდეგ შეაფასებენ მხარეები კადრზე ნანახს.

მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ეს ვიდეოები 2024 წლის 28 ნოემბრიდან რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ამსახველია. თქვენ ბევრი ასეთი ვიდეო და პირდაპირი ეთერი გექნებათ ნანახი.

17:22 2.7.2025

პროკურორები ამბობენ, რომ ვიდეოზე ჩანს ინსაფ ალიევი და ჯანო არჩაია, სხვა სისხლის სამართლის საქმიდან.

17:12 2.7.2025

იწყება კიდევ ერთი ვიდეომტკიცებულების გამოკვლევა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG