ადვოკატი რუსუდან აგურაშვილი აქვეყნებს მოწმის ჩვენებას, სადაც წერია: „კონკრეტულად მე ვიმყოფებოდი ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებთან, რა დროსაც მომხვდა პიროტექნიკა და დავზიანდი".
ანუ ეს არასწორია და თქვენ იყავით ჭიჭინაძეზე, ეს პასუხი მივიღო?
მოწმე: ასე იმიტომ, რომ თავიდან ვიყავი მაგ ქუჩაზე გამომძიებლისგან არ ყოფილა დაზუსტებული კითხვა, სად ვიყავი და ახლა გეუბნებით, რომ ჭიჭინაძეზე ვიყავი.
ადვოკატი: სიბნელე იყო?
მოწმე: რა, განათებები იყო
ადვოკატი: ისევ ვაქვეყნებ დაკითხვიდან ოქმს. „თუმცა ვინაიდან იყო სიბნელე მისი ვინაობა ვერ გავარჩიე" არის თუ არა ეს სწორი ფაქტი?
მოწმე: სიბნელე, ორთქლი
ადვოკატი: სიბნელე და ორთქლი ერთი და იგივეა?
[აცილება]
ადვოკატი: ანუ სწორი არ არის, რომ სიბნელე იყო, ასეა?
[აცილება]
ომარ ფურცელაძის კითხვები:
- რამდენი წელია გდდ-ში ხართ?
- ორი
- ეს ორი წელი თუ გაქვთ სწავლება გავლილი შეკრება მანიფესტაციის და აქციის მართვის?
- რა თქმა უნდა
- მოიცავს თუ არა ეს სწავლება სახელმწიფო შენობების დაცვას, მაგალითად, პარლამენტის შტურმი, ძალადობრივი მოგერიება
- ცალკე მასების მართვაა მაგ დროს, გავდივართ, ოღონდ სისტემატურად არა.
- საქართველოს პარლამენტის შენობის სწავლება თუ გაგივლიათ
- ასეთი არ ვიცი
- მზაობა თუ გქონდათ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული მოქმედების?
- ჩვენამდე გამოდიოდა საპატრულო და კრიმინალური, როცა ისინი ვეღარ აკავებდნენ ხალხის მასებს, გამოვდიოდით ჩვე, იმიტომ არა, რომ შენობა დაგვეცვა.. მოვუწოდებდით ძალადობრივი მოქმედება შეეჩერებინათ.
- სწორად შეფასდა თუ არა ადგილზე რისკები? წყლის ჭავლის მანქანა, რომელსაც უყურებდით, რომ იყენებდნენ რაღაც ეტაოზე
- იმ კონკრეტულ შემთხვევაში მე სადაც ვიდექი, არც გაზი ჰქონდა და არც სპრეი, წამიყვანეს 15 წუთში... მერე არ ვიცი.
- როგორც მივხვდით დავადგინეთ, რომ არ უნდა მივაქციოთ გამოკითხვის ოქმს ყურადღება და თქვენ ჭიჭინაძეზე დაზიანდით.
- 70 მეტრი გავიარე მაქსიმუმ, გადავედი ჭიჭინაძე-ზუბალაშვილის კვეთაზე.
- გქონდათ ამომცნობი ნიშანი თქვენს დანაყოფს?
- დიახ, 106
- რა პრინციპით ხდება ნომრის მინიჭება ცნობილია?
- არაა ცნობილი
- ვინაა თქვენი უშუალო ხელმძღვანელი?
- საჭიროა? რატომ?
- იმიტომ რომ ადვოკატი ვარ
- დაზიანების დღეს ჩემი უშუალო უფროსი იყო მიხეილ ლამაზიშვილი
- რა ჩაცმულობა ჰქონდა ხელმძღვანელს?
- გდდ-ს ჩვეულებრივი ფორმა ეცვა, რობოკოპი არ ეცვა. არ ვიცი ნიღაბი ეკეთა თუ არა
- არ გინახავთ იმ დღს?
- იმ მომენტში არ დამიფიქსირებია. გამოსვლამდე ვნახე და არ ეკეთა ნიღაბი არ იყო საჭირო, მერე არ დამიფიქსირებია.... ჯგუფის უფროსს აძლევენ დავალებას და ჯგუფის უფროსი ჩვენ
- ვინ იყო ჯგუფის უფროსი?
- არ ვიცი
- დავალებებს ვინ გაძლევდათ არ იცით?
- რაციაში გადმოგვცემდნენ დავალებას, მე რა ვიცი...
ირმა ჭკადუას კითხვები:
- 29-ში მიიღეთ დაზიანება. ვინც იმ დღეს არ იმყოფებოდა იმათ მიმართ გაგაჩნიათ პრეტენზია?
- პრეტენზია გამაჩნია ყველას მიმართ, ვისგანაც ჩემმა თანამშრომლებმა დაზიანება მიიღო.. აქციაზე იყო ბევრი ხალხი... ამ ხალხიდან რაღაც ჯგუფი გამოირჩეოდა აგრესიით, ვინც არ გამოირჩეოდა იმათ მიმართ არ მაქვს პრეტენზია.
„თუ ამ ხალხს დაუდგინდება დანაშაული... თუ არ დაუდგინდება ღმერთმა ხელი მოუმართოს", - ამბობს მოწმე
„ანუ თუ სპეცრაზმელებს დაუდგინდებათ დანაშაული თქვენც დაგაკავოთ სხვებთან ერთად", - შენიშნავს ირაკლი ჩომახაშვილი.
ადვოკატის კითხვა: 106-ე ნომერი რომ იყავით, სად მოაწერეთ ხელი?
მოწმე: ასე არ ხდება, გაძლევენ ფორმას და უკვე ნომერი გაქვს
ადვოკატი: რა ვიცით, რომ არ იტყუებით, როგორ გავიგოთ?
მოწმე: ფორმა მოცემულია და არის სულ შენი, ყველა გამოსვლაზე ერთი და იგივე ნომერია, შესანახი ყუთები გვაქვს, მე ვიცი რომელი არის ჩემი და სულ ვარ 106 ნომერი.
ფორუმი