Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება - ლაივბლოგი (25/07/2025)

ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება. დღევანდელ სხდომაზე ის და მისი ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვიან.

17:08 25.7.2025

16:58 - საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხალხმრავლობაა. მოქალაქეები რიგში დგანან #12 დარბაზთან. აქაა ჩანიშნული გიორგი ახობაძის სხდომა, სადაც მხარეები ელიან, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.

17:07 25.7.2025

მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი

პროკურორი: შმაგი გობეჯიშვილი

ბრალდებული: გიორგი ახობაძე

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების განმარტებით, საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება, ანუ ვიდეოჩანაწერი ან მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახობაძეს ჰქონდა ნარკოტილი. შეუსაბამობებია მოწმეების ჩვენებებში, ნარკოტიკის შესაფუთ ლენტაზე დატანილი დნმ-ი კი ნერწყვია.

ახობაძემ დაკავებისთანავე თქვა, რომ მას პირში თითი გამოუსვეს, მის საწინაადმდეგოდ. მისი თქმით, ნარკოტიკი ჩაუდეს და ეს უკავშირდება მის მონაწილეობას პროევროპულ აქციებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG