“ცრუ მოწმეების ოქმების გადმოცემით ადგილზე იყო ექვსი პოლიციელი სახლის ჩხრეკისას კი ემატებათ მეშვიდე ალადაშვილი.. როგორც ჩანს პროკურორმა გვიან გადახედა საქმის წვრილმან დეტალებს და აღმოაჩინა მსხვილმანი შეუსაბამობა… “
პროკურორი აწყვეტინებს - შეურაცხყოფას მაყენებს მე და სამართალდამცველებსო.
- შენ რომ მეუბნები ნარკოტიკი გედოო ეგ შეურაცხყოფა არ არის?, - ეკითხება ახობაძე.
მოსამართლე ბრალდებულს მიუთითებს, გააგრძელოს.
ამის შემდეგ ახობაძე ჩამოთვლის პოლიციელების განაწილებას, საქმეში არსებული ოქმების მიხედვით და ასკვნის, რომ პოლიციელების მონაყოლით ის და მისი მეგობარი ბერიძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ავტომობილში უნდა ყოფილიყვნენ მარტო - მძღოლ პატრულთან ერთად. ამის შემდეგ გააჩინეს საქმეში ალადაშვილი, ამ ხარვეზის გამოსასწორებლადო.
ის ამბობს, რომ რაც მოუყვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაადასტურეს მოწმეებმაც (ადგილზე პოლიციელების ოდენობას გულისხმობს). ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ მე ვამბობ სიმართლესო.
“ალადაშვილი და სხვა მოწმეები არიან ქოსატყუილები და ცრუპენტელები”, - აცხადებს ახობაძე.
“რატომ არ გაიჩხრიკა ჩემი სამოსი დეტალურად? რატომ არ გაიჩხრიკა ავტომობილი გულდასმით ე. წ კაპოტი და სხვა სამალავები, რატომ არ გაიჩხრიკა ჩემი ბინა სათანადოდ და რატომ არ გაიჩხრიკა თვალსაჩინო საცავი, ასევე სარდაფი?” - სვამს კითხვებს ახობაძე.
მას აინტერესებს, რატომ გამორიცხავდა სამოსიდან ამოღებული ნარკოტიკი, რომ სახლში და სათავსოებში ნარკოტიკული ნივთიერებები არ იქნებოდა?
კითხვას თვითონვე პასუხობს: "ჩადების ოპერაციის შემდეგ იცოდნენ, რომ არსად იქნებოდა ნარკოტიკი, რას იპოვიდნენ ჭინკებს? ამიტომ არ უძებნიათ არაფერი. კითხვაზე რატომ არ გადაიღეთ სახლის ჩხრეკაო უპასუხეს: ორი ხელით ვჩხრეკდით და მესამე ოქმს ავსებდა და მალე გვინდოდა დაგვესრულებინა, რომ პაციენტი არ შეგვეწუხებინაო… არადა მათ დატოვეს მომვლელის გარეშე ის და სიკვდილისთვის გაწირეს”. ახობაძე დედაზე ლაპარაკობს, რომლის ერთადერთი მომვლელი იყო და რომელიც მისი ციხეში ყოფნის დროს გარდაიცვალა.
“საქმეში არ გვაქვს ნეიტრალური მტკიცებულება და არც მცდელობა მის შესაქმნელად”, - ამბობს ის და აგრძელებს: რა მოხდა ადგილზე ისეთი, რომ საპროცესო კოდექსის დარღვევით მოიპოვეს მტკიცებულება?
“პოლიციელების ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები”, - ასე მოიხსენიებს მის დამკავებლებს ახობაძე.
18:12 -“ერთადერთი მტკიცებულება რაც საქმეში დევს არის ოთხი იზოლენტით გადახვეული ნარკოტიკი, რომელიც ჯიბეში ჩამიდეს, შემდეგ დაიტანეს ძალით დნმ-ი ჩემი პირიდან და უკან ამოიღეს ეს ნაგავი, ეს არ გადაიღეს”
ის ამბობს, რომ ხელი შეუშალეს მისი სიმართლის დამადასტურებელი კადრების მოპოვებაში, ასე რომ არ ყოფილიყო ვიდეოკამერებს გამოითხოვდნენ და დადასტურდებოდა მისი ყველა ნათქვამი.
“პროკურორს მუდმივად ვთხოვდი დაეწყო გამოძიება ჩემს მიერ გაჟღერებულ ჩადების საქმეზე…. რომ გამოეთხოვა შიდა და გარე პერიმეტრის კამერები, განყოფილების კამერები, დადგინდებოდა, რომ ისინი იტყუებიან, გეოლოკაციის შესწავლით დაადგენდა, რომ
ისინი იტყუებიან და თავიდანვე ბევრნი იყვნენ ადგილზე და არა შემდეგ მოვიდნენ”.
ფორუმი