Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმის განხილვა - ლაივბლოგი (29/07/2025)

გრძელდება ნიკა კაციას საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. დღეს ექსპერტი დაიკითხება

11:25 29.7.2025

ნიკა კაცია უსვამს ექსპერტს კითხვებს. მას აინტერესებს დნმ-ი საკვლევი ობიექტიდან ანაბეჭდის გარეშე თუ შესაძლებელია ამოვიდეს, ჰქონია თუ არა პრაქტიკაში, რომ ანაბეჭდი არ ამოვიდა და დნმ-ი ამოვიდა ან პირიქით.

მოწმის თქმით, ობიეტის ზედაპირის გაყოფა ხდება კვლევის დროს, რათა არ დაზიანდეს სავარაუდო კვალი. „კვლევაზეა დამოკიდებულია“, - საბოლოოდ ასკვნის ექსპერტი.

კითხვები აღარ აქვს დაცვის მხარეს.

11:23 29.7.2025

მოწმე ამბობს, რომ ბიოლოგიურმა ექსპერტმა საკვლევი ობიექტის ერთი მხრიდან აიღო ანაწმენდები დნმ-სთვის, მეორე მხარე კი დარჩა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისთვის. ჩატარდა კვლევა და ნიკა კაციას თითის ანაბეჭდი არ ამოვიდა.

11:22 29.7.2025

სხდომათა დარბაზში გამოიძახეს მოწმე ექსპერტი, ბესიკი [გვარი არ ისმის, ვაზუსტებთ და აისახება] მოწმემ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა, ანუ ანაბეჭდების კვლევა.

11:19 29.7.2025

ბადრაგებს შემოყავთ ნიკა კაცია. ის ამბობს: „გუშინ ახობაძის რეცეფტით გავაკეთეთ ქათმის კატლეტი, ამას დაემატა სიახლე სანქციებზე და უფრო გემრიელად ვჭამეთ. წინ ბევრად უფრო გემრიელი სანქციებია".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG