Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს საქართველოში უცხოელი ჟურნალისტებისთვის შემოსვლის აკრძალვის ტენდენციას


საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ეხმაურება საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების არშემოშვების მორიგ ფაქტს და წერს, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში შესვლის უფლება შეუზღუდეს კიდევ ერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელიც იქ პროევროპულ აქციებს აშუქებდა:

„ვგმობთ ბოლო თვეებში ხუთზე მეტი ჟურნალისტისთვის დაწესებულ შესვლის აკრძალვებს - ავტორიტარიზმის ზრდის შემაშფოთებელი ნიშანი“, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტორეპორტიორი ჰიშამ ელ ბუმიდი, 3 აგვისტოს გავრცელდა. ის დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტია და როგორც მის ინსტაგრამ- გვერდზე წერია, საქართველოშია ბაზირებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესაზღვრეებმა უარის მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაასახელეს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაუდგენელი მიზეზებითა და „სხვა შემთხვევების“ საფუძვლით, საქართველოში არ შემოუშვეს ხუთზე მეტი უცხოელი რეპორტიორი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG