სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან დაიწყო თბილისში, სიონის ტაძარში, საიდანაც რეჟისორი აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს.
პანაშვიდზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, - რომელიც ბოლო პერიოდში იშვიათად ჩნდება საჯარო ადგილებში.
ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. მისი მამა კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია იყო, დედა - მსახიობი ნატო ვაჩნაძე.
ელდარ შენგელაია იყო რეჟისორი ფილმების: „თეთრი ქარავანი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „შერეკილები", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვა.
1992 წლიდან ელდარ შენგელაია იყო საქართველოს მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.
ფორუმი