Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი ლიდერები: გაძლიერდეს სანქციებით კრემლზე ზეწოლა, თუ პუტინი უარს იტყვის მშვიდობაზე


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ონლაინ ესაუბრება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპის ლიდერებს. 17 აგვისტო, 2025.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ონლაინ ესაუბრება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპის ლიდერებს. 17 აგვისტო, 2025.

მას შემდეგ, რაც ე. წ. „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა ვირტუალური შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რაზე ესაუბრებიან ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში.

საფრანგეთის პრეზიდენტის თანახმად, ჯერ ერთი, ევროპელი ლიდეები და ზელენსკი კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ აშშ-ს, ევროპასა და უკრაინას აერთიანებთ ტერიტრიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულება და რომ უკრაინული მიწების დათმობაზე ლაპარაკი შეუძლებელია თავად უკრაინელების მონაწილეობის გარეშე.

მეორე - ისინი ტრამპს შესთავაზებენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძალის პოზიციიდან ელაპარაკოს.

„ახლა რუსეთის მიმართ სისუსტის გამოვლენა ნიშნავს მომავალი კონფლიქტებისთვის წინაპირობის შექმნას,“ თქვა მაკრონმა.

დღევანდელი სატელეფონო შეხვედრის შემდეგ ევროპის სხვა ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით, გაძლიერდეს კრემლზე სანქციებით ზეწოლა, თუ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებს.

დონალდ ტრამპს ხელისუფლებაში მოსვლის ნახევარი წლის განმავლობაში ჯერ არცერთი ახალი სანქცია არ დაუწესებია რუსეთისთვის. ამას არც ახლა აპირებს, განაცხადა კვირას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„თუ მშვიდობა შეუძლებელი გახდება, ომი გაგრძელდება და ათასობით ადამიანი დაიღუპება, მაშინ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ახალი სანქციები შემოიღოს,“ თქვა რუბიომ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „მაგრამ სანქციები რომ ახლავე შემოვიღოთ, ამაზე მოლაპარაკებებიც დასრულდება. ფაქტობრივად მივიღებთ კიდევ მინიმუმ 1-1,5 წლით ომს, სიკვდილსა და ნგრევას. სამწუხაროდ, ყველაფერი ამით შეიძლება დასრულდეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურს.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG