ადვოკატმა შეაფასა ექსპერტების ჩვენებები და თქვა:
„გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადგინდა, რომ ლუკა ჯაბუას უჭირავს მძიმე საგანი. ასევე არ დადგინდა, რომ ეს საგანი შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობსიათვის იყოს საშიში, რაც თავისთავად გამორიცხავს სსსკ-ის 225-ე მუხლის შენიშვნაში მითითებული საგნის მახასიათებლების არსებობას და თავისთავად, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ლუკა ჯაბუას არ განუხორციელებია ბრალად წარდგენილი ქმედება და არის უდანაშაულო".
ადვოკატი უბრუნდება ისევ საგნის რაობას, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტის 225-ე მუხლისთვის.
„ამაზეც ისაუბრა არსენ ხუნაშვილმა. დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვაზე: “თქვენს გამოძიებულ საქმეზე ბრალის დადგენილებასა და არაერთ დოკუმენტში ჩაიწერა რომ მძიმე საგანს ისვრის, როგორ დაადგინეთ საგნის წონა? - პასუხობს: “ისვრის, სწრაფად მიემართება მიზნისკენ და არის მძიმე, კიბატონო”.
ამის შემდგომ ვსვამ დამაზუსტებელ შეკითხვას ისვე საგნის წონის დადგენის მექანიზმებთან დაკავშირებით, რაზეც არსენ ხუნაშვილის მიერ გაცემული მეორე პასუხი არის შემდეგი: “მე ვფიქრობ რომ დაცემის სისწრაფიდან გამომდინარე, ეს საგანი არის მძიმე” თუმცა საქმეზე ტკიცებულების სახით წარმოდგენილ ვიდეოში, საგნის დაცემის ეპიზოდი საერთიდ არ ჩანს.
კითხვაზე დაინახა თუ არა დაცემის მომენტი ვიდეოში? პასუხობს - “არ მახსოვს, მაშინ სწრაფად მიემართება”, - ამბობს აგურაშვილი.
რუსუდან აგურაშვილი, ლუკა ჯაბუას ადვოკატი:
„გამომძიებლის საქმე შესაძლებლობებზე საუბარი არ არის, ის პროცესზე იკითხება მის მიერ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. და არსენ ხუნაშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომ უშუალოდ ლუკა ჯაბუა დაემორჩილა რაიმე სახის მოწოდებას ან მითითებას, არ არსებობს.
მისი ფრაზაა: “აქციის მიმდინარეობისას იყო არაერთი მოწოდება, რასაც ძალიან ბევრი მონაწილე ემორჩილებოდა...” ადვოკატის შეკითხვა: ლუკა ჯაბუა ემორჩილებოდა? “კონკრეტულად ვთქვი, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი კავშირი” .
აი ამ ფრაზით გაეცა პასუხი ყველა იმ გარემოებას, რაც მე დასკვნითი სიტყვის დასაწყისში ჩამოვთვალე. ბრალდებულების ერთმანეთთან კავშირი არ დადასტურდა. ბრალდებულების რომელიმე ორგანიზატორთან ან ხელმძღვანელთან კავშირი არ დადასტურდა. მეტიც, ამ საქმეში ორგანიზატორის არსებობაც არ დადასტურდა. ვინმეს მითითების შესრულება არ დადასტურდა. შესაბამისად, არ დადასტურდა ორგანიზებული ჯგუფის არსებობა".
ადვოკატი აგრძელებს მსჯელობას, თუ ლუკა ჯაბუა ნამდვილად ფლობდა რაიმე მსგავსი შინაარსის მიმოწერებს, ზარებს ან ა.შ ძალიან მარტივად, გამომძიებელი დაათვალიერებდა მობილურ ტელეფონს, როგორც სხვა საქმეებზე აკეთებენ, დათვალიერების ოქმს წარმოადგენდა საქმეში და „მშვიდად და დამაჯერებლად დაელოდებოდა საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტიზის დასკვნას".
ფორუმი