თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ, სულ ცოტა, 16 დემონსტრანტი დააკავა - მოქალაქეები ჯერ პარლამენტის შენობასთან და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა.
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში", - ნათქვამია შსს-ს მიერ 16:56 საათზე გავრცელებულ განცხადებაში.
აქცია და დაძაბულობა კვლავ გრძელდება, დემონსტრანტები ამბობენ, რომ დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა 16-ზე მეტიც იყოს.
პარტია "დროას" ცნობით, 19 ადამიანია დაკავებული. მათი სია ასეთია:
1. შუშანა მაცაბერიძე
2. თამარ ფერაძე
3. ბექა პაპაშვილი
4. თათია აფრიამაშვილი
5. ალბი კორძაია
6. თიკა პატარაია
7. დათა ქაშიაშვილი
8. დავით სეხნიაშვილი
9. ლუკა ჭოხონელიძე
10. ნენე გაბელაია
11. ლაშა დგებუაძე
12. ნიკა კორძაძე
13. ანა ჩრდილელი [თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად "ქართული ოცნების" სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია]
14. მარიამ უძილაური
15. ნინო ნაჭყებია
16. მარიამ ცომაია
17. რუსკა მაღრაძე
18. ანი ჭინჭარაული
19. დავით გუნაშვილი
შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სთხოვს, "დაიწყნარონ ნერვები" და ტროტუარებზე აკავებს მოქალაქეებს.
ფორუმი