17:06 - ნიკა კაცია იწყებს საბოლოო სიტყვას. იქამდე დარბაზს სთხოვა, რომ არ დაუკრან ტაში და სიმშვიდიდ მოუსმინონ მის გამოსვლას.
„ციხიდან უსამართლობის ყურება ჩემთვის რთული იყო და გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ".
კაცია ამბობს, რომ მანდატურების ოდენობა დამსწრეების რაოდენობას უტოლდება და ეს მისთვის სასიამოვნო არ არის. მისი თქმით, ყველა ისტორია ეხება არა მის პირად არამედ საქართველოს მოქალაქის ისტორიას, რომელსაც უსამართლოდ ასამართლებენ.
„რატომ გამაჩერეთ უკანონოდ პატიმრობაში? ამ კითხვაში ვგულისხმობ იმ სასტიკ მანქანას, რომელიც უსწორდება საქართველოს მოქალაქეეებს...პირველი შემთხვევაა როცა კალამი წამოვიღე და ხედავთ შიშველი ხელებით ვარ თქვენს წინაშე მართალი[ ხელებს წევს და აუდიტორიას აჩვენებს].
„პირდაპირ რომ გამომიქანოს პროკურორმა და შუბლი გამიხვრიტოს..."
[მოსამართლე ნინო მჭედლიშვილი აწყვეტინებს და ეუბნება: მე ვითმენდი ბევრ რამეს. შემეძლო შენიშვნების მიუხედავად დარბაზიდან გამეძევებინეთ. მინდოდა, ბოლომდე დასწრებოდით პროცესს. მინდა, ბოლომდე წარმოთქვათ დასკვნითი სიტყვაც]
ნიკა კაცია საუბრობს, რომ არავის შეურაცხოფას არ აყენებს და ლიტერატურული ქართულით საუბრობს.
„მე ვარ უსამართლობის სამიზნე, რატომ რა მიზნით, ამაზე მექნება საშუალება და გავაგრზელებ.... ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის შეთითხნილი, ამაზე კულტურულად ვერ გამოვთქვამ"
„ეს არ არის პერსონების სიმართლე, ეს არის ძალიან დიდი სიმართლე, რომელსაც გადაყვება ყველა, როცა ვამბობ რეჟიმს მე ვგულისხმობ ყველას, ვინც ემსახურება ამას".
რატომ არ მეძლევა საშუალება დავიცვა საკუთარი თავი, რატომ არ მეძლევა, როცა სახალხო დამცველმა ძლივს გაიღვიძა იქ მითითებულია, რომ სასამართლო ხელს უშლის გამოძიება, ბევრ საკითხზე ჩვენ გვეთქვა უარი, არა მხოლოდ პროკურატურის მხრიდან, არამედ შუამდგომლობებზე... მართლმსაჯულება კანონს არ ექვემდებარება უკვე 9 თვეა".
ნიკა კაცია უხდის მადლობას ოჯახის წევრებს მეგობრებს და სალომე ზურაბიშვილს მეხუთე პრეზიდენტს, რომელიც სხდომას ესწრება.
„იყო ფრაზა ადვოკატისგან - საპროცესოსთვის მე არ მოვსულვარ შენთან, ეს იყო ზედა პროფესიული ზღვარი", - ასე გადაუხადა მადლობა საქმის ადვოკატს ნინო ლომინაძეს.
„სიმართლე უფრო დიდად მაჩენს, ვიდრე შეიძლება ვიყო"
კაციას თქმით, მისი ცნობადობა ასეთი არასდროს ყოფილა. „ეს არ არის ჩემი ეგოს მოფხანვისთისო,“ - ამბობს და ამატებს: თავს ვალდებულად ვთვლი ეს გავაკეთო [ გულიხმობს ბრძოლას] რომ მისი დედა მამა შვილი მეგობარი თუ გავა ქუჩაში მას არ ჩაუდონ ნარკოტიკი.
„ამორალურია ეს ყველაფერი, მომავალ თაობას რა მაგალითს აძლევს პროკურატურა, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?....არის ერთი ამბავი, არის სიმართლე და არის ტყუილი და როცა სიმართლე ფიქსირდება ის შედეგს აუცილებლად მოიტანს".
კაციას თქვით, პროკურორს არც ერთი კითხვა ძალადობაზე, შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, წამებას რომ უტოლდება ისეთ ქცევაზე კითხვა არ დაუსვამს...
საქმეს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე განიხილავს.
„ყველა დიდი ირონია, რაც ახლავს ამ რეჟიმს, არის ის რომ დღეს ბრალდებულების ტრიბუნასთან ვართ უდანაშაულოები, ისინი კი ვინც იძალადეს ბრალდებულებმა გარეთ".
„როგორ შეიძლება დედამ, რომელსაც უყვარს თავისი შვილი, ნახოს ზვიად მაისაშვილის კადრები, იჯდეს მშვიდად და შენიშვნები მიიღოს ნიკა კაციამ?" [მიმართავს მოსამართლეს]
პ.ს. ზვიად მაისაშვილზე 30 ნოემბრის ღამეს შავ ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა იძალადეს.
„ერთი ადამიანი ზის უბოროტესი და თამაშობს, ეს დავტოვოთ, ის გავუშვათ, ახლა ეს იტირებს.... შოკში ჩავვარდი, როცა ვნახე საბა სხვიტარიძის და თორნიკე გოშაძის დედა, ეს მანადგურებს...", - ამბობს კაცია.
„დიახ ვარ ხისტი, აბა რას ელოდებოდით, როცა ამხელა ტყუილს მაბრალებდით, რომელსაც მოჰყვება 20 წლამდე ან უვადო, ანეკდოტია თუ რა არის, რატომ გახდა ტრადიცია ამ 9 თვეში, რომ ადამიანის ბედით თამაში კარგია და ვინმემ ტაში უნდა დაუკრას?".
ნიკა კაციას თქმით, მას არავისთან არ აქვს თავი სამართლებელი და სამართლიან ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს ერთ წამს არ გაატარებდა საპატიმროში.
„როცა თქვენ[მოსამართლე] გითხარით, არ გისურვებთ, რომ თქვენს შვილს ნარკოტიკი ჩაუდონ მეთქი, დედაჩემი მოვიდა ციხეში პაემანზე და მითხრა - არ გეთანხმები, ეგ რატომ უთხარიო.
რატომ აიძულეთ დედაჩემი არ დამთანხმებოდა? რატომ აიძულეთ დედაჩემი სიყვარულით სავსე ქალი, რომელიც არასდროს არავისზე დაბოღმილა, მისგან იყო სულ მოთმინება, მოთმინება, რატომ აიძულეთ ილაპარაკოს ასე? ამას ვგულიხმობ, როცა ვამბობ, რომ რეჟიმი არის არაადამიანური".
„ასეთი ტყუილი, ასეთი ბოროტება არის დანაშაული, ერთხელ ვახსენე, რომ ეს არის ფსკერი, რომელიც ყარს, მაგრამ მერე თავად არ მომეწონა. არ მომწონს, რომ იძულებული ვარ ასეთი ხაზები გავავლო...
... ზღვარზე ვარ, შემიძლია საკუთარ თავს მივცე ინერცია წავიდე ბოროტებისკენ და იქვე მაჩერებს ჩემი თავი, რომ არა...".
„მე ვარ ადამიანი, რომელსაც პატარა შეცდომის აღიარებაც კი შეუძლია. ოდნავ დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ჩემს ამ პრინციპულობას ვერ დაინახავდით...
„ანდრო ჭიჭინაძე 9 თვეა დედას არ უნახავს, ზურა ჯაფარიძე ვეღარ ეტყვის დედას „მიყვარხარ“, გიორგი ახობაძე ვეღარ ჩაეხუტება დედას... რომელ სიმართლეზე მელაპარაკებით?“ - მიმართავს მოსამართლეს.
„ციხეში ადამიანმა მითხრა: კარგ ადამიანებს ეშინიათ ცუდი ადამიანი არ გახდესო და ცუდი ადამიანი კარგ ადამიანს ყოველთვის იჭერსო“.
ნიკა კაციას დარბაზიდან დედა ანიშნებს მალე დაასრულოს სათქმელი. ეს არ გამოეპარა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს და ღიმილინი სახით შეხედა კაციას.
“არ არსებობს ბოროტებისა და ტყუილის გარდა, ერთი მტკიცებულებაც კი”, - ამბობს კაცია.
„კიდევ ერთხელ ვამბობ. 7 სექტემბერს ხდება 9 თვე, მე რომ დამნაშავე ვყოფილიყავი, ფილმებად ამაფარებდნენ კადრებს. მე 9 თვის განმავლობაში შეიზღუდეთ უფლება დედაზე ზრუნვის...
ეს ყველაფერი მაძლევს სურათს, რომ ეს „ბოროტების მანქანა“ კუდს იქნევს, შოკშია... “
„მე არ დავბადებულბვარ გმირობისთვის, მაგრამ დავიბადე იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი“.
17:04 - სხდომა გაიხსნა, ნიკა კაცია დარბაზში შემოიყვანეს, ის საბოლოო სიტყვისთვის ემზადება.
17:02 - სხდომათა დარბაზთან ძალიან ბევრი ადამიანია შეგროვილი, რასაც ჭყლეტვა მოჰყვა. დარბაზთან ვითარების დარეგულირება გართულდა. სკამების ნაწილი თავისუფალია.. სიცხისგან ზოგმა შეუძლოთ იგრძნო თავი.
ფორუმი