17:56 მოსამართლე, თედო აბრამოვის საქმის მსგავსად, ამბობს, რომ მტკიცებულეები ერთობლივად უნდა შეჯამდეს, პოლიციელების ჩვენებეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ასევე უნდა შეფასდეს, იყო თუ არა „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვებაზე. ამ შემთხვევაში ვიდეოს გადაღება ან ნეიტრალური მოწმის დასწრება.
ეს პრაქტიკულად ის ტექსტია, რაც წერია ამ დრომდე ნარკოდანაშაულის გამამართლებელ განაჩენებში არსებული ჩანაწერისა.
18:03 „მართალია, ნიკა კაციამ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა ოქმის სისწორე, მან განმარტა, რომ ცარიელ ოქმზე მოაწერინეს ხელი... დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ნეიტრალური მოწმე არსებობდა ტაქსის მძღოლის სახით. ამიტომ სასამართლო მსჯელობს, არსებობდა, თუ არა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა“, - ამბობს მოსამართლე.
18:13 ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო თამარ მჭედლიშვილმა. ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
„მიუხედავად იმისა, რომ ნიკა კაციას ოქმზე ხელმოწერით აღნიშნული ჰქონდა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა, სასამართლო მსჯელობს მოპოვებული მტკიცებულებებით - შეეძლო თუ არა ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება. სასამართლო მსჯელობს მაღალი სტანდარტით“, - განმარტა თამარ მჭედლიშვილმა.
ფორუმი