„ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლებ შეიძინეს ესპანეთში 544 ათასის ღირებულების ქონება... შესანიღბად მათ გააფორმეს ფიქტიური ხელშეკრულება თბილისში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით... მან ამ ქონების შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა არც [ერთ-ერთ წელს შევსებულ] დეკლარაციაში“, - ამბობს საქმის პროკურორი.
17:25 - პროკურორი გიორგი ლილუაშვილი კითხულობს ბრალის დეტალურ შინაარსს, რომელიც შეეხება „ტომოგრაფიის ყიდვის“ ეპიზოდს, რომლის სამქეზეც დაკავებულია მისი ყოფილი მოადგილეც.
17:21 - მოსამართლე ყოფილ თავდაცვის მინისტრს აცნობს წაყენებული ბრალის შინაარსს.
ჯუანშერ ბურჭულაძე პასუხობს, რომ იცნობს ბრალის შინაარსს.
ის ასევე პასუხად ამბობს, რომ მისი უფლებები არ დარღვეულა.
დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ეკა ბარბაქაძე.
საქმის პროკურორია გიორგი ლილუაშვილი.
ადვოკატები არიან: დიმიტრი ხაჩიძე და მარიამ შათირიშვილი
ფორუმი