Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო - ლაივბლოგი (13/09/2025)

ყოფილი თავდაცვის მინისტრის სასამართლო სხდომა იწყება. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის მოთხოვნას, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ყოფილ მინისტრს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

17:49 13.9.2025

17:43 - ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ ამ საქმის გამოძიება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქედან ბოლო ორი თვის განმავლობაში ცნობილი იყო კონკრეტულად რას იძებდა სახელმწიფო. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა:

„მათ უნდა წარმოედგინათ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ჯუანშერ ბუჭულაძე, რომელიც მოწმეებთან შემხებლობაშია, ჰქონდა, რაიმე სახის კომუნიკაცია ამ საქმის მოწმეებთან - მუქარა, თხოვნა, მოსყიდვის მცდელობა.

საქმეში წარმოდგენილია საიდუმლო მასალები. სატელეფონო მოსმენები ხდებოდა ჯუანშერ ბურჭულაძისა და შემხებლობაში მყოფ პირებთან. არცერთი ჩანაწერი არ არის წარმოდგენილი.

ერთადერთია, მისი ცოლის ჩანაწერი - მისი შვილი რეკავს იუსტიციის სახლში და კითხულობს პასპორტი როგორ ავიღოო“...

ადვოკატი ხაჩიძის თქმით, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს, რადგან ის 1,5 წელია აღარ მუშაობს:

„როგორ შეიძლება მან გააგრძელოს იგივე დანაშაულებრივი საქმიანობა?.. როდესაც ასეთ ვარაუდზე ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით“...

ისვე დასძენს, რომ მიმავლის საფრთხის არიდება შესაძლებელია პასპორტის ჩამორთმევით.

17:54 13.9.2025

17:52 ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე დასკვნის სახით ამბობს, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. მანვე აღნიშნა, რომ თუკი მოსამართლე მიიჩნევს, რომ საჭიროა აღკვეთის ღონისძება, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის გადაიხადოს გირაოს სახით 100 000 ლარი.

მეორე ადვოკატმა თქვა, რომ თუკი მოსმართლე ჩათვლის, რომ თავად უნდა განსაზღვროს თანხა, მხარე ამისთვისაც მზად არის.

18:05 13.9.2025

18:02 - მოსამართლე ეკა ბარბაქაძე კითხულობს სამდედიცინო ცნობის შინაარს. მისი თქმით, იქ წერია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

18:06 13.9.2025

18:03 - ჯუანჭერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ვესტიბულური აპარატის პრობლემა აქვს, ხშირად აწუხებს თავბრუსხვევა, შეუძლოდაც გახდა და ცოლი დაეხმარა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG