Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო - ლაივბლოგი (13/09/2025)

ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა იწყება. პროკურატურა მის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პოლიტიკოსი სუსმა 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

18:45 13.9.2025

18:42 - სხდომათა დარბაზში დამსწრეები შეუშვეს. მათ შორის: ოჯახის წევრები, მეგობრები და ჟურნალისტები.

მსურველთა ნაწილი გარეთ დარჩა. ისინი ხმაურობენ და ითხოვენ, მანდატურებმა შეუშვან.

18:38 13.9.2025

18:33 - სხდომის მდივანი დარბაზში არ შესულა, სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც დასწრების მსურველებს არ უშვებენ.

18:37 13.9.2025

18:26 - “შეგვიშვით, შეგვიშვით” - ისმის სხდომათა დარბაზთან, ფოიეში

18:19 13.9.2025

18:17 - სხდომის დაწყება გვიანდება.

18:18 - დასწრების მსურველები ეხუმრებიან მანდატურებს: “შეგვიშვი და 4 ოქტომბერს დაგაწინაურებთ”… “არა, არა, 400 000-ს გადაგიხდით”

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG