19:35 - ლევან ხაბეიშვილმა დაასრულა სათქმელი:
„ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება - მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველამ ილაპარაკეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებაზე“.
მისი სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზმა ტაში დაუკრა.
19:33 - ლევან ხაბეშვილი ამბობს: „გადაწყვეტილება მიღებულია - ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმის შვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“
19:20 - სიტყვის უფლებით სარგებლობს ლევან ხაბეიშვილი.
„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც დამაკავეთ, მინდა გესმოდეთ, არ არსებობს არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს იყო ჩემი პარტიის, ჩემი დაპირება. ესაა 200 000-იანი ჯილდო მას, ვინც არ აწამებს ადამიანს.
მე ამის უფლება მაქვს, სახის ძვლები დამიმტვირეს. 14 თვეა გასული. ჩემ გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი - ერთი ადამიანი მაინც არის დასჯილი?!
არ მაქვს უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს, მიიღებენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯილდოს?
სადმე ნახეთ, რომ მე ყურში რამეს ვეუბნებოდი? ზურგს უკან ვუთხარი ვინმეს? ათასობით ადამიანმა გააზიარა ჩემი ეს დაპირება - დაიჭირეთ მაშინ ისინიც. გააჟღერეს იგივე პოლიტიკოსებმაც და საზოგადოებამ.
ორი თვე გავიდა ამ განცხადებიდან. რას ელოდებოდით, ჯიბეზე უნდა გამეკრა ხელი?
აქ ზის ჟურნალისტი ეთერში, როცა ბიუჯეტიდან ჯილდოს გაცემაზე ვსაუბრობდი, „პოსლეზე ჰპირდები, ლევან?“
მე გეტყვით, ეს სიტყვათა წყობა საიდან გაჩნდა - 13 წელია ვებრძვი კორუფციას. პროპაგანდას უნდა, თქვას, რომ ხაბეიშვილმა შესთავაზა. დაწერეს „ქრთამი“ - არასდროს არაფერს მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც „ქრთამია“!
19:17 - მოსამართლემ სხდომაზე გააჟღერა ლევან ხაბეიშვილისთვის წაყენებული ბრალის შინაარსი, რომელშიც ფიგურირებს 200 000 აშშ დოლარი (ქრთამის შეთავაზება). ამაზე ლევან ხაბეიშვილმა სიცლით შეაწყვეტინა მოსამართლეს საუბარი - „ექვივალენტს ლარში“.
გაიცინეს დამსწრეებმაც.
ფორუმი