Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო - ლაივბლოგი (13/09/2025)

ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა იწყება. პროკურატურა მის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პოლიტიკოსი სუსმა 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

19:21 13.9.2025

19:17 - მოსამართლემ სხდომაზე გააჟღერა ლევან ხაბეიშვილისთვის წაყენებული ბრალის შინაარსი, რომელშიც ფიგურირებს 200 000 აშშ დოლარი (ქრთამის შეთავაზება). ამაზე ლევან ხაბეიშვილმა სიცლით შეაწყვეტინა მოსამართლეს საუბარი - „ექვივალენტს ლარში“.

გაიცინეს დამსწრეებმაც.

19:32 13.9.2025

19:20 - სიტყვის უფლებით სარგებლობს ლევან ხაბეიშვილი.

„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც დამაკავეთ, მინდა გესმოდეთ, არ არსებობს არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს იყო ჩემი პარტიის, ჩემი დაპირება. ესაა 200 000-იანი ჯილდო მას, ვინც არ აწამებს ადამიანს.

მე ამის უფლება მაქვს, სახის ძვლები დამიმტვირეს. 14 თვეა გასული. ჩემ გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი - ერთი ადამიანი მაინც არის დასჯილი?!

არ მაქვს უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს, მიიღებენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯილდოს?

სადმე ნახეთ, რომ მე ყურში რამეს ვეუბნებოდი? ზურგს უკან ვუთხარი ვინმეს? ათასობით ადამიანმა გააზიარა ჩემი ეს დაპირება - დაიჭირეთ მაშინ ისინიც. გააჟღერეს იგივე პოლიტიკოსებმაც და საზოგადოებამ.

ორი თვე გავიდა ამ განცხადებიდან. რას ელოდებოდით, ჯიბეზე უნდა გამეკრა ხელი?

აქ ზის ჟურნალისტი ეთერში, როცა ბიუჯეტიდან ჯილდოს გაცემაზე ვსაუბრობდი, „პოსლეზე ჰპირდები, ლევან?“

მე გეტყვით, ეს სიტყვათა წყობა საიდან გაჩნდა - 13 წელია ვებრძვი კორუფციას. პროპაგანდას უნდა, თქვას, რომ ხაბეიშვილმა შესთავაზა. დაწერეს „ქრთამი“ - არასდროს არაფერს მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც „ქრთამია“!

19:40 13.9.2025

19:33 - ლევან ხაბეშვილი ამბობს: „გადაწყვეტილება მიღებულია - ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმის შვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“

19:40 13.9.2025

19:35 - ლევან ხაბეიშვილმა დაასრულა სათქმელი:

„ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება - მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველამ ილაპარაკეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებაზე“.

მისი სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზმა ტაში დაუკრა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG